თბილენერგო

საბეჭდი ვერსიასაბეჭდი ვერსიაელფოსტაზე გაგზავნაელფოსტაზე გაგზავნა

შპს „თბილენერგო" აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს" მიერ ტექნიკურ კომპეტენტურობაზე და გაცემულია შესაბამისი ატესტატი,
რომლის საფუძველზეც ახორციელებს, იურიდიული პირების ბალანსზე არსებულ ელექტრო მეურნეობაში, ელექტრო-სამონტაჟო და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ:

  1. წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემების და ქსელების დაპროექტება:
    • ელექტროგადამცემი ხაზები:
      1. შენობის შიდა ქსელი (220-380ვ.);
      2. მაღალი ძაბვის (6-10კ. ვოლტი) და საკაბელო;
    • ავტომატიზაცია და საკომტროლო გამზომი ხელსაწყოები
  2. საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა:
    • ელექტროგადამცემი ხაზები:
      1. შენობის შიდა (220-380ვ.);
      2. მაღალი ძაბვის (6-10კ. ვოლტი) და საკაბელო;
    • ავტომატიზაცია და საკომტროლო გამზომი ხელსაწყოები.

შპს „თბილენერგოს" მიერ განხორციელებული ძირითადი ფუნქციებია:

  • საწარმოო, სავაჭრო, ენერგეტიკული ობიექტებისა და საცხოვრებელი ბინების პროექტირება და მშენებლობა;
  • ელექტრო, ბუნებრივი გაზით, სასმელი და ტექნიკური წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების პროექტირება, სამონტაჟო სამუშაოების წარმოება,მოწყობილობა-დანადგარების საგამოცდო და გამართვა-გაწყობის სამუშაოების წარმოება, ასევე შენობა-ნაგებობების კაპიტალური და მიმდინარერემონტებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, შენობა-ნაგებობების ავარიის აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
  • ელექტროენერგეტიკულ სფეროში სარელეო დაცვებისა და ავტომატიკის პროექტირება, მონტაჟი, გამართვა-გაწყობა და პროფილაქტიკური სამუშაოები გამოყენებული დამცავი საშუალებების დამზადება, შესყიდვა, რეალიზაცია, გამოცდების ჩატარება;
  • ელექტროენერგეტიკული დანადგარების გამოცდის ჩატარება;
  • ელექტროქურების დამზადება, შესყიდვა, რეალიზაცია და მისი მომსახურების სამუშაოების წარმოება;
  • ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზების დაზიანების მოძებნა და დაზიანებების აღდგენა

შპს „თბილენერგო" მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე
საზღვარგარეთ ახორციელებს შემდეგი სახის საქმიანობას:

  • პროექტირების სამუშაოების წარმოება;
  • მშენებლობის წარმოება;
  • სამონტაჟო სამუშაოების წარმოება;
  • გამართვა_გაწყობის სამუშაოების წარმოება;
  • კაპიტალური და მიმდინარე რემონტებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
  • ავარიის აღდგენითი სამუშაოების წარმოება;

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ტელეფონი: 995 (32) 255 40 04; 995 595 45 00 01; 995 595 900 591; 995 599 69 65 23.
  • ელ-ფოსტა: tbilenergo@yahoo.com

 

გვერდი ბოლოს განახლდა: 02/28/2013 - 17:24