მზიური

საბეჭდი ვერსიასაბეჭდი ვერსიაელფოსტაზე გაგზავნაელფოსტაზე გაგზავნა

შპს. „მზიური" დაარსდა 2004 წელს და დღეისთვის ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების დისტრიბუციის სფეროში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი უმთავრესი მიზანია ვუზრუნველყოთ სტაბილურად წარმატებული გარემო ჩვენი პარტნიორებისთვის.ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები ევროპის და ბალტიისპირეთის შემდეგი წამყვანი ბრენდების: მზესუმზირის საკვები ზეთი -"Oleina", "Razumnica"- უკრაინა, მაკარონი- "Makfa", "Smak",–რუსეთი; შოკოლადი -"lindt"-შვეიცარია, ნალექიანი ყავა-"Paulig" -ფინეთი და ხსნადი ბიო ყავა "Cofi-Cofi" -მალაიზია.

დისტრიბუციის გარდა, 2007 წლიდან საქართველოში ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის მაკარონს "სომარი" , იტალიური დანადგარებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

შპს."მზიური" დიდ ყურადღებას აქცევს საცალო ბაზარს, რასაც ადასტურებს მისი მჭიდრო თანამშრომლობა შემდეგ საცალო რეალიზაციის ქსელებთან: შპს."ნუგეში" (www.nugeshi.com), შპს."გუდვილი", შპს."ჯ-მარტი", შპს."იოლი", შპს."პოპული", შპს."სმარტი",შპს"კარფური" და მრავალი სხვა.

კომპანია ჩამოყალიბდა ძალიან მარტივი რწმენის საფუძველზე - „ოჯახური მოპყრობა ჩვენი მომხმარებლების და პარტნიორების მიმართ".

გვერდი ბოლოს განახლდა: 03/13/2013 - 13:49