წარდგენა

საბეჭდი ვერსიასაბეჭდი ვერსიაელფოსტაზე გაგზავნაელფოსტაზე გაგზავნა

გმადლობთ, რომ დაუთმეთ დრო იმ შესაძლებლობების გაცნობას, რომლებიც ხელმისაწვდომია ბიზნესებისთვის მიონის ცენტრში. ვებ-გვერდის მიზანია მიონის ცენტრის შემოთავაზებებისა და პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა. ცენტრი მრავალ ვარიანტს სთავაზობს გაუმჯობესებისა და ზრდისთვის როგორც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ, ისე - უკვე ჩამოყალიბებულ მაღალტექნოლოგიურ ბიზნესებს.

მიონის ცენტრი უზრუნველყოფს კვირაში 7-დღიან დაცვის მომსახურებას 24-საათიანი რეჟიმით. შენობა ახლოსაა დატვირთულ ბიზნეს-ზონასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებთან. ხელსაყრელ ადგილმდებარეობას ასევე განაპირობებს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით ოცწუთიანი დაშორება და მთავარ საგზაო მაგისტრალზე მდებარეობა.

 

გვერდი ბოლოს განახლდა: 03/13/2013 - 13:33