საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

საბეჭდი ვერსიასაბეჭდი ვერსიაელფოსტაზე გაგზავნაელფოსტაზე გაგზავნა

ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი, თვითრეგულირებადი ბიზნესგაერთიანება და მუშაობს დამსაქმებელთა (მრეწველთა და მეწარმეთა) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად და ქვეყნის მთავრობასთან და პროფკავშირებთან ერთად წარმოადგენს სოციალურ პარტნიორს.

ასოციაციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს უზრუნველჰყოს ასოციაციის წევრი კომპანიების ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეობის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება; საზოგადოებაში სამართლებრივი, სამეწარმეო კულტურისა და მართლშეგნების დამკვიდრება; პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სამთავრობო და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სისტემის დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და მოახდინოს უკვე არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება; განახორციელოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მრეწველთა და მეწარმეთა, დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კავკასიის რეგიონში მეწარმეობის განვითარების ერთობლივი პროგრამების შექმნა-განხორციელება; ხელი შეუწყოს მოქალაქეების არჩევანის _ იყოს დასაქმებული თუ დამსაქმებელი _ რეალიზაციას და შექმნას სასწავლო კურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების ეფექტური ქსელი.

ასოციაცია აწყობს ბიზნესფორუმებსა და საქმიან შეხვედრებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამასთანავე სდა თავისი საინფორმაციო ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს ასოციაციის წევრთა დაკავშირებას უცხოურ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეხმარება ასოციაციის წევრებს ფინანსური რესურსების მოძიებაში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ეხმარება ასოციაციის წევრებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში. სდა ასევე აწყობს დამსაქმებელთა შეხვედრებს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთანავე სდა-ში დანერგილია წევრი კომპანიების ერთმანეთთან თანამშრომლობის სისტემა.

ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 1000-მდე კომპანია შემდეგი სექტორების მიხედვით:

  • სამშენებლო/საპროექტო
  • ფარმაცევტული
  • ტურიზმი
  • სადაზღვევო
  • ვაჭრობა
  • სოფლის მეურნეობა
  • გადამამუშავებელი მრეწველობა
  • საბანკო-საფინანსო
  • სასტუმროები და რესტორნები
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა
  • ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრები

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდი ბოლოს განახლდა: 03/13/2013 - 12:28