მიონის შენობის მოკლე ისტორია
მიონის შენობა აიგო 1970-იან წლებში, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. შენობა წარმოადგენდა სამხედრო ქარხანას და სპეციალიზდებოდა ატომური წყალქვეშა ნავებისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარება-წარმოებაში.
ამ დროისთვის შენობის ბაზაზე ფუნქციონირებდა ინსტიტუტიც, სადაც სხვადასხვა სპეციალისტები და პროფესორები ახალ სამხედრო გამოგონებებზე მუშაობდნენ.
სამხედრო მნიშვნელოვნების გამო შენობა კლასიფიცირებული იყო როგორც სამხედრო ობიექტი, რომელსაც ჰქონდა მიწისქვეშა გვირაბები და ბომბსაფარი, რომ, ომის შემთხვევაში, აქაურ თანამშრომლებს მიწისქვეშ შეძლებოდათ მუშაობის გაგრძელება.
ასეთი საიდუმლო წარსულის თანამედროვე მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ქუჩა შენობის მარცხენა მხარეს ამ დრომდე უსახელოა.
მაღალი კოშკურა მიონის შენობის ახლოს საქვაბედ გამოიყენებოდა. საქვაბეში იყენებდნენ ქავანახშირს, რომ თბილისის გარკვეული ნაწილისთვის ცხელი წყლის მარაგი მიეწოდებინათ.
მიონის შენობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე აქტიურ სამხედრო ქარხანად რჩებოდა; შემდეგ კი თითქმის უფუნქციო იყო მანამ, სანამ 2005 წელს შპს "ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა" არ შეისყიდა. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი შენობის განვითარებას საოფისე ცენტრად და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესებს შორის პოზიტიური პარტნიორობის ხელშეწყობას.