კომპანია „აზრი“ იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც განახლებულ მიონის შენობაში დაიდო ბინა. ამ შენობაში ახალი ოფისის მოწყობის გადაწყვეტა განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: ინფრასტრუქტურამ, მფლობელების ტექნოლოგიურმა მიმართულებამ, სამომავლო განვითარების პერსპექტივამ.
ჩვენ კარგად ავწონ-დავწონეთ, როდესაც ვიღებდით მიონის შენობაში საოფისე ფართის შეძენის გადაწყვეტილებას და დღეს, 4 წლის თავზე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის განვითარებაში ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ითამაშა.
ჩვენ გვახსოვს როგორ იწყებდა მიონის შენობა ფუნქციონირებას და რამდენად განსხვავებული და დახვეწილია დღეს სერვისები და მომსახურება, რომლის მიღების საშუალება გვაქვს ჩვენ, როგორც მიონის შენობაში საოფისე ფართის მფლობელებს, ასევე - ჩვენს სტუმრებსა და ბიზნეს პარტნიორებს.
ჩვენი მხრიდან ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ახალი იდეების გენერირებასა და განხორციელებაში.